სხვა

2:02 | 18.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიამ ტოკიოს ოლიმპიადისთვის 35 საუკეთესო მოცურავე შეარჩია

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ავსტრალია 35 საუკეთესო მოცურავით წარსდგება. მათ შორის იქნებიან ვეტერანები - კეიტ კემპბელი (ფოტოზე) და ემილი სიბომი, რომლებისთვისაც, ეს კარიერაში მეოთხე ოლიმპიადა იქნება. 21 მოცურავე კი თავის ქვეყანას ზაფხულის თამაშებზე პირველად წარადგენს.

სათუო იყო ოლიმპიურ გუნდში 400 მეტრზე თავისუფალ სტილში ოლიმპიური ჩემპიონის, მაკენზი ჰორტონის მოხვედრა, რადგან შესარჩევ ტურნირზე, რომელიც ქალაქ ადელაიდაში ჩატარდა, მან ოლიმპიური საგზურის მოპოვება ვერ შეძლო. მაგრამ ის თავისუფალ სტილში ესტაფეტის გუნდში შეიყვანეს.

საგზური ვერც 200 მეტრზე ბრასში მსოფლიოს ყოფილმა რეკორდსმენმა, მეტიუ უილსონმა მოიპოვა, რისი მიზეზიც, მისი ოჯახის მძიმე დანაკარგი გახდა. თუმცა ისიც ესტაფეტის შემადგენლობაში შეიყვანეს. აღსანიშნავია, რომ უილსონმა ვერც წინა ოლიმპიადის საგზურის მოპოვება მოახერხა.

ოლიმპიურ გუნდში არიან 16 წლის მოლი ო’კალაგენი და 17 წლის ისააკ კუპერი. მოცურავეთა ოლიმპიურ გუნდში სამი ისეთი ათლეტია, ვისთვისაც ეს მესამე ოლიმპიადა იქნება. ცხრა მოცურავე ოლიმპიურ თამაშებზე მეორედ იასპარეზებს.

29 წლის კემპბელი 100 მეტრზე სპრინტის სპეციალისტია და ამ დისტანციაზე მსოფლიოს ყოფილი რეკორდსმენიცაა, მაგრამ მცირედით წააგო ემ მაკიუენთან, ვინც 200 მეტრზე თავისუფალშია სპეციალიზებული. სხვათა შორის, 100 მეტრზე თავისუფალის ფინალური გაცურვის ექვსივე მონაწილემ, ოლიმპიური საკვალიფიკაციო დრო დააფიქსირა.

100 მეტრზე თავისუფალ სტილში და ამავე დისტანციის ესტაფეტაში, ამერიკელებს და ავსტრალიელებს შორის უშეღავათო პაექრობაა მოსალოდნელი. ავსტრალიის ესტაფეტის ოთხეულში, კემპბელის უმცროსი და, ბრონტეც იასპარეზებს.

„ჩვენს გუნდში არავინ არის ისეთი, ვისთვისაც ოლიმპიადაზე მხოლოდ ასპარეზობაც დამაკმაყოფილებელი იქნება. ჩვენი გუნდის ყოველი წევრი მედლებისთვის იბრძოლებს. სწორედ ესაა იმის მიზეზი, თუ რატომ იყო ავსტრალიის შესარჩევ ტურნირზე ასეთი კარგი შედეგები“, - ამბობს კემპბელი.

ავსტრალიელი მოცურავეები, ნიჩბოსნებთან, ჰოკეის გუნდთან და წყალბურთელებთან ერთად, ტოკიოში 17 ივლისს, ჩარტერული რეისით გაემგზავრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112554