სხვა

23:59 | 17.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კეტი ლედეცკი ტოკიოს საგზურებს აგროვებს

ამერიკელ ოლიმპიურ ჩემპიონ კეტი ლედეცკის ტოკიოს ოლიმპიადისთვის დიდი გეგმები აქვს - თავისუფალი სტილით 200, 400, 800 და 1500 მეტრზე ასპარეზობას აპირებს. ეს ურთულესი ამოცანაა, იმ შემთხვევაშიც, თუ მედლებისთვის ბრძოლას ვერ შეძლებს. ცნობისათვის, 1500 მეტრიანი დისტანცია ოლიმპიადაზე ქალებისთვის პირველად არის შეტანილი.

ლედეცკი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, მაგრამ თავის კარიერაში, უკვე მოპოვებული აქვს ხუთი ოლიმპიური (ერთი ლონდონში და ოთხი რიოში) და 15 მსოფლიო ჩემპიონის ოქრო. მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატზე, მან 200, 400, 800 და 1500 მეტრზე თავისუფალ სტილში მოიგო ოქროს მედლები და ერთიც 4X200 მეტრზე თავისუფალი სტილის ესტაფეტაში დაამატა. ხუთი ოქრო 2017 წელსაც აიღო, ოღონდ 200 მეტრზე ოქროს ვერ შესწვდა და ის 4X100 მეტრზე ესტაფეტის ოქროთი ჩაანაცვლა.

ამჯერადაც, ოლიმპიადაზე, თავისუფალ სტილში დომინირებას გეგმავს. 400 მეტრზე თავისუფალში ტოკიოს საგზური ორშაბათს დაისაკუთრა, 200 მეტრზე კი ოთხშაბათს გაიმარჯვა და იმავე საღამოს, დაახლოებით 70 წუთის შემდეგ, 1500 მეტრზე ფინალშიც გაიმარჯვა. ტოკიოში ის 4X200 მეტრზე თავისუფალი სტილის ესტაფეტაშიც იასპარეზებს.

200 მეტრზე თავისუფალში, ჩეხური წარმოშობის ლედეცკის მედგარი წინააღმდეგობა შეხვდა ელისონ შმიტისგან, ვინც ამ დისტანციაზე, ოლიმპიური ჩემპიონი 2012 წელს გახდა. 100 მეტრის შემდეგ, წინ შმიტი იყო, მაგრამ საბოლოოდ, ლედეცკის წამზე მეტით ჩამორჩა. სხვათა შორის, ტოკიოშიც 200 და 1500 მეტრზე თავისუფალში ფინალები ერთ დღესაა (28 ივლისს). სულ, ამ ორ დისტანციაზე, წინასწარ გაცურვებსა და ფინალებში, 36 საათის განმავლობაში, 36 მეტრის გაცურვა მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126477