ფეხბურთი

14:12 | 16.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნეფთჩის" დამარცხების შემთხვევაში: მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოს" მეტოქე ცნობილია

უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წინასწარი წილისყრა გაიმართა. „დინამო თბილისი“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს თუ დაძლევს, მეორე ეტაპზე მისი მეტოქე ცნობილია, რომელიც წილისყრის შედეგად გაირკვა.

კახა ცხადაძის გუნდი ბაქოს „ნეფთჩის“ დამარცხების შემთხვევაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთის ჩემპიონ პირეოსის "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, „დინამო თბილისი“ „ნეფთჩის“ 6 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო 13 ივლისს ბაქოში ესტუმრება. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები კი 20-21 და 27-28 ივლისს გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ „ნეფთჩისთან“ მარცხის შემთხვევაში „დინამო თბილისი“ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, რომლის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფას "მაკაბისა" და ალმატის "კაირატის" (ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ და დამარცხებული კონფერენს ლიგაზე გადავა) წყვილში დამარცხებულს შეხვდება.

0.118834