ფეხბურთი

0:16 | 16.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინი: "ფინალი? ამისთვის საჭიროა ჯერ მერვედფინალში გავიდეთ"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ევრო 2020-ის მეორე ტურში შვეიცარიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი რთულ თამაშს ელოდება და მეტოქის პატივისცემაზე ისაუბრა.

„შვეიცარიის ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ. ეს გუნდები წლებია ფიფას რეიტინგის ათეულშია, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები და გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც იტალიურ ფეხბურთს კარგად იცნობს. ვიცით, რომ შესანიშნავად უნდა ვითამაშოთ.

ჩემს გუნდში ყველა ძირითადი შემადგენლობის წევრია. მოედანზე 11 ფეხბურთელი გადის, მაგრამ ყველამ იცის, რომ მოედანზე ვინც არ უნდა გავიდეს, მაქსიმუმი უნდა გაიღოს. ლონდონში ფინალში თამაში? იქამდე მისასვლელად, ჯერ მერვედფინალში გასვლაა საჭირო. ჩვენ მოტივირებული ვართ და ვეცდებით ყოველი მომდევნო თამაში მოვიგოთ. მარკო ვერატი კარგად არის, ხვალ გადავწყვეტ თადარიგში იქნება თუ არა“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 16 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12895