ფეხბურთი

17:33 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ ორი ევრორეკორდის ზღვარზე

დღეს, თბილისის დროით 20 საათზე, ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე,“ ევრო 2020-ის F ჯგუფის პირველი ტურის მატჩში, უნგრეთის ნაკრები პორტუგალიისას უმასპინძლებს.

პორტუგალიელთა კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, შესაძლოა, ორი რეკორდი დაამყაროს.

ერთი - ის პირველი ფეხბურთელი გახდება, ვისაც ზედიზედ ხუთ ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია.

ესპანელი მეკარე იკერ კასილიასიც ხუთჯერ მოხვედრილა ნაკრების ევროგანაცხადში. მაგრამ 2000 და 2016 წლებში სათადარიგო იყო და მინდორზე არ გასულა.

მეორე - „იუვენტუსის“ ფორვარდმა, შესაძლოა, დღესვე დაამხოს მიშელ პლატინის რეკორდი და ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. ამჟამად კრიშტიანუს და პლატინის 9-9 გოლი აქვთ გატანილი. პორტუგალიელს ამისათვის ოთხი ტურნირი დასჭირდა, პლატინიმ კი ცხრავე ევრო 84 -ზე გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112874