ფეხბურთი

15:53 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია

უეფას კონფერენს ლიგის 2021-2022 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების, "დინამო ბათუმის", გორის "დილას" და "გაგრას" მეტოქეები ცნობილია.

სამივე გუნდი განუთესავი იყო და თითოეულს ოთხ-ოთხი სავარაუდო მეტოქე ჰყავდა. წილისყრის შედეგად ქართულ კლუბებს შემდეგი მეტოქეები ერგოთ:

"ჟილინა" (სლოვაკეთი) - "დილა"

"დინამო ბათუმი" - "ტრე პენე" (სან მარინო)

"გაგრა" - "სუტიესკა" (მონტენეგრო)

შეგახსენებთ, უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8 და 15 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109725