ფეხბურთი

23:44 | 14.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის", "დილას" და "გაგრას" სავარაუდო მეტოქეები კონფერენს ლიგაზე

უეფას ახალი ტურნირის, კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული გუნდი ითამაშებს და მათი სავარაუდო მეტოქეების სია ოთხამდე შემცირდა. „დილა“, „გაგრა“ და „დინამო ბათუმი“ - სამივე გუნდი განუთესავია.

გორის „დილას“ სავარაუდო მეტოქეები:

„სარაევო“ (ბოსნია), „კუპსი“ (რუმინეთი), „ლაჩი“ (ალბანეთი), „ჟილინა“ (სლოვაკეთი)

„გაგრას“ სავარაუდო მეტოქეეები:

„ფეჰერვარი“ (უნგრეთი), „სუტიესკა“ (მონტენეგრო), „პეტროკუბი“ (რუმინეთი), „შიროკი ბრიეგი“ (ბოსნია)

„დინამო ბათუმის“ სავარაუდო მეტოქეები:

„მარიბორი“ (სლოვენია), „პარტიზანი“ (ალბანეთი), „შკუპი“ (ჩრდ. მაკედონია), „ტრე პენე“ (სან მარინო)

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 15 ივნისს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება, ხოლო მატჩები 8 და 15 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113033