სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
რაგბი

21:09 | 14.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ‘აია’ - მეოთხე ტიტული 26 წლის შემდეგ!
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ქუთაისის ‘აიამ’ დიდი 10-ის ფინალში ‘ბათუმი’ 16:13 დაამარცხა და 26-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა.

დამოუკიდებლობის პირველ წლებში ქუთაისელები ზედიზედ ორჯერ გახდნენ ჩემპიონები, 1995 წელს კი მესამედ შემართეს ტიტული. ამას ხანგრძლივი პაუზა მოყვა. ‘აიამ’ სამჯერ შეძლო ფინალში გასვლა, მაგრამ გადამწყვეტი თამაში სამივეჯერ დათმო.

წლევანდელი სეზონი ქუთაისელებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს და ჯერ რეგულარული გათამაშება მოიგეს, რის საფუძველზეც მშობლიურ ქალაქს 30 წლის შემდეგ ფინალის მასპინძლობის უფლება მოუპოვეს, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს და 1995 წლის შემდეგ, თასი პირველად ჩაიბარეს.

„აია არენაზე“ გადამწყვეტი მატჩის საყურებლად და მშობლიური გუნდის საქომაგოდ გულშემატკივარი მრავლად შეიკრიბა და დაუვიწყარი ატმოსფერო შექმნა. გადამწყვეტ წუთებში, მათი შეძახილების ფონზე, ‘აიას’ მორაგბეებმა შეძლეს ძალების მობილიზება, სასურველი შედეგის შენარჩუნება და საფინალო სასტვენის შემდეგ, გამარჯვება ერთად იზეიმეს.

მასპინძლები რაქში დომინირებდნენ, საწყის წუთებში მეტოქე ორჯერ დააჯარიმეს და გიორგი ბაბუნაშვილმა საშუალო მანძილიდან ანგარიში გახსნა. სტუმრები უპირატესობას შერკინებაში ფლობდნენ და ფეხით თამაშის შემდეგ ხაზს სწრაფად წევდნენ. ამან მასპინძლები წნეხში მოაქცია, მე-11 წუთზე დაჯარიმდნენ და მამუკა ნინიძემ წონასწორობა აღადგინა. მე-16 წუთზე ის ვალდებული იყო ‘ბათუმი’ დაეწინაურებინა, მაგრამ ნერვებმა სძლია და კარის წინ 18 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა.

31-ე წუთზე სტუმრებმა სინბინით დაჩი კოპაძე დაკარგეს და ‘აიამ’ რიცხობრივი უპირატესობა შესანიშნავად გამოიყენა. ქუთაისელებმა ჯარიმა კარში აღარ დაარტყეს, 38-ე წუთზე მოლი ააგორეს და პეტრე ჯინჭარაძემ შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, ხოლო ბაბუნაშვილმა არცთუ იოლი გარდასახვით მონაგარს კიდევ 2 ქულა შემატა – 10:3.

მეორე ტაიმის დებიუტი კვლავ ‘აიასი’ იყო. პირველ ჯერზე მათ 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩიეს, მაგრამ რიცხობრივი თანაფარდობა რომ აღდგა, ბაბუნაშვილმა ჯარიმა უკვე კარში დაარტყა და უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა. მომდევნო წუთებმაც მასპინძელთა შეტევებში ჩაიარა, თუმცა ‘ბათუმმა’ შეძლო თავის დაცვა, 53-ე წუთზე კარის წინ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და ნინიძემ ბურთი ძელებსშუა გააძვრინა.

განახლდა თუ არა შეხვედრა, სტუმრები რაქში კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ, რამაც ბაბუნაშვილს 22 მეტრიდან 10-ქულიანი უპირატესობის აღდგენის შესაძლებლობა მისცა. 2019 წლის ჩემპიონმა ძალები მოიკრიბა და მძლავრად შეუტია. ამჯერად მათ 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩიეს და არც შემცდარან. 63-ე წუთზე აგორებულ მოლში ხაზის მოთამაშეებიც ჩაერთვნენ და ბექა ურჯუკაშვილმა ლელო გაქვითა, ნინიძემ კი გარდასახა.

‘ბათუმი’ შეტევებს განაგრძობდა და კვლავ ლელოს გატანას ლამობდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მასპინძლებმა შეძლეს თავის დაცვა, მერე თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს, ბოლოს შემტევი გვერდით ხაზს იქით გადაიყვანეს და ქუთაისი ზეიმმა მოიცვა – 16:13.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ბაბუნაშვილმა, ჯილდო ვეტერანი ბორჯღალოსნისგან, დავით კაჭარავასგან ჩაიბარა, თასი კი რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ გადასცა. ჩემპიონი ‘აია’ ოქროს, ხოლო ‘ბათუმი’ ვერცხლის მედლებით ტყემალაძესთან ერთად გამგეობის თავმჯდომარე გივი ჭიჭინაძემ დააჯილდოვა. ბათუმელებმა ვერცხლის მედლები მეხუთედ მოიპოვეს.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.100453
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X