სხვა

20:06 | 14.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგიტა არქანია ოფიციალურად ტოკიო-2020-ის ლიცენზიანტია

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კარატეშიც იქნება წარმოდგენილი. პარიზში გამართულ ბოლო ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე გაირკვა, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი გოგიტა არქანია იმ 10 სპორტსმენს შორის მოხვდა, რომლებიც ტოკიოში ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ +75 კგ წონით კატეგორიაში (კუმიტე).

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გოგიტა არქანიას, მის მწვრთნელებს და საქართველოს კარატეს ფედერაციას ულოცავს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებულ გამოსვლას უსურვებს ტოკიოში, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.

გოგიტა არქანიას ისტორიული ოლიმპიური სტარტი 7 აგვისტოს ექნება. კარატისტთა სადებიუტო ოლიმპიური ტურნირი იაპონიის საბრძოლო ხელოვნების ცენტრში-ნიპონ ბუდოკანში ჩატარდება.

GOENOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115817