ფეხბურთი

15:36 | 14.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი "პარმას" 2-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა: "კარიერას ვაგრძელებ, რადგან კარგად ვარ"

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას არ ასრულებს. ამის შესახებ 43 წლის კარის დარაჯმა განცხადება უკვე გააკეთა და როგორც თავად თქვა, თავს ძალიან კარგად გრძნობს.

„კარიერის დასრულებასა და გაგრძელებას შორის გადაწყვეტილება მივიღე: გავაგრძელებ. ეს ფაქტია, რადგან თავს კარგად და ძლიერად ვგრძნობ. ჩემს მიერ ჩატარებული თამაშები ამის საუკეთესო პასუხია. დაახლოებით 15 დღე დამჭირდა იმის გასაგებად რა უნდა გამეკეთებინა. იმის გასაგებად, გავჩერებულიყავი თუ გამეგრძლებინა. პასუხი უკვე მაქვს: მინიმუმ ერთი წელი გავაგრძელებ. ბევრი წინადადება მაქვს, ჩემი აზრით, ეს მიმზიდველი წინადადებებია იმ გუნდებისგან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი ფიგურები იქნებიან. შეიძლება ვერ მოიგონ ეს ტურნირი, მაგრამ აღჭურვილნი არიან იქ სათამაშოდ. მეორე მეკარის წინადადებაც მაქვს ისეთი გუნდებისგან, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ, მაგრამ არცერთი გუნდისგან დავთანხმდები, ეს უკვე გავაკეთე და მხოლოდ „იუვესთვის“. შემიძლია დავბრუნდე მშობლიურ გუნდშიც ("პარმა" -რედ) და სამ-ოთხ დღეში საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ", - თქვა ბუფონმა.

იტალიელი მეკარე ძალიან ახლოსაა მშობლიურ „პარმაში“ დაბრუნებასთან და ამ კვირაში ტრანსფერის გაოფიციალურებასაც ელოდებიან. უკვე მზადაა 2-წლიანი კონტრაქტი და ის გუნდის კაპიტანიც გახდება. ჯიჯის სურს, რომ პირველი მეკარე იყოს და „პარმას“ სერია A-ში აღზევებაში დაეხმარება. ბუფონს მიზნად აქვს დასახული, რომ 2022 წლის მუნდიალზე იტალიის ნაკრების მესამე მეკარე მაინც იყოს და გახდება პირველი ფეხბურთელი, ვინც ექვს მუნდიალზე იქნება ნამყოფი.

„პარმაში“ ჯიჯის დაბრუნებაში ყველაზე დიდი წვლილი მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ შეიტანა, რომელიც მისი თანაგუნდელი იყო „იუვენტუსში“ (2001-2002, 2003-2004), ისევე როგორც კლუბის ხელმძღვანელობამ. ამრიგად, უბერებელი კიპერი 20 წლის შემდეგ „პარმას“ უბრუნდება. შეგახსენებთ, ჯიჯის "იუვენტუსთან" კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. ის ტურინულ გრანდში სწორედ "პარმადან" ზუსტად 20 წლის წინ, 2001 წლის ზაფხულში გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123968