ფეხბურთი

13:51 | 14.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ძოფი დონარუმაზე: "რა იცვლება პსჟ-ში გადასვლით, როცა უკვე "მილანში" თამაშობ?"

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, დინო ძოფმა ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ ისაუბრა, რომელმაც „მილანიდან“ „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა გადაწყვიტა. ძოფი მიიჩნევს, რომ 22 წლის ასაკში ფინანსური საკითხი მთავარი არ უნდა იყოს.

“ის დიდი მეკარეობის გზაზეა. მე არ ვაფასებ მის არჩევანს, მაგრამ რა იცვლება პსჟ-ში გადასვლით, როცა უკვე ისეთ გუნდში თამაშობ, როგორიც „მილანია? ალბათ, ცოტათი უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებს, მაგრამ 22 წლის ასაკში არ მგონია, რომ ფული ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს“, - თქვა ძოფმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმას „მილანში“ დებიუტი 2015 წელს ჰქონდა და 251 თამაში ჩაატარა. ის პსჟ-სთან კონტრაქტს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გააფორმებს.

0.142248