სხვა

1:10 | 14.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო რეკორდი ავსტრალიელ მოცურავეთა ოლიმპიურ შესარჩევ ტურნირზე

ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში, ავსტრალიის მოცურავეთა ოლიმპიური შესარჩევი ტურნირი გაიმართა, რომელზე გამოვლენილი საუკეთესოებიც, ტოკიოს თამაშებზე ავსტრალიის დროშით წარდგებიან.

ტურნირის მეორე დღეს, 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში, მსოფლიო რეკორდით გაიმარჯვა თინეიჯერმა კაილი მაკიუენმა (ფოტოზე). 19 წლის მოცურავემ, დისტანცია 57.45 წამში გაცურა. მან განცხადა, რომ შარშან მამა დაკარგა და ყოველდღიურ ვარჯიშში მისი ხსოვნა ეხმარება.

შარშან აგვისტოში მამა დავკარგე, რის შემდეგაც ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ორმაგი მონდომებით ვემზადები. ყოველდღე, გაღვიძებისას გავიფიქრებ ხოლმე, რომ პრივილეგიაა, რომ დედამიწაზე ვცოვრობ, დავდივარ, ვლაპარაკობ. დღეს რაც შევძელი, ეს მხოლოდ ჩემთვის კი არა, ჩემი ოჯახისა და გუნდისთვისაც გავაკეთე“, - ამბობს მაკიუენი.

მან უკან ჩამოიტოვა 29 წლის ემილი სიბომი, ვინც ტოკიოში ასევე გაემგზავრება და ვისთვისაც ეს მეოთხე ოლიმპიადა იქნება. სიბომს კარიერაში ორი ოლიმპიური ოქრო (პეკინში 4X100 შერეული სტილით ესტაფეტაში და ლონდონში 4X100 თავისუფალში) და მსოფლიო ჩემპიონის ხუთი (მათგან თითო 100 და 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში) ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

ქალთა შორის 400 მეტრზე თავისუფალ სტილში, შესანიშნავი შედეგით გაიმარჯვა 20 წლის არიარნე ტიტმუსმა, ვისი შედეგიც - 3 წუთი და 56.90 წამი, ამ დისტანციაზე ყველა დროის მეორე საუკეთესოა და იმავდროულად, ბრიტანეთის თანამეგობრობის რეკორდიცაა.

„ვერც ვიფიქრებდი, რომ ასე სწრაფად ცურვა შემეძლო. ეს შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ დაძაბული შეჯიბრი გვაქვს“, - განაცხადა ტიტმუსმა, ვისზეც ავსტრალია დდ იმედებს ამყარებს.

დღის ბოლო გაცურვა, 200 მეტრზე თავისუფალ სტილში გაიმართა. ადგილობრივმა ფავორიტმა და 100 მეტრზე თავისუფალში მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა კაილი ჩალმერსმა პირადი საუკეთესო დროით (1:45.48) მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121305