ფეხბურთი

20:15 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" მოუგებელი სერია სამტრედიაში დაასრულა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტური ორი მატჩით დაიწყო. სამტრედიაში „დინამო თბილისი“ ადგილობრივ კლუბს ესტუმრა, ხოლო ქობულეთის „შუქურამ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა.

„დინამო“ იმერეთში ორმატჩიანი მოუგებელი სერიით ჩავიდა და 3 ქულის მოპოვება აუცილებლად სჭირდებოდა. კახა ცხადაძის გუნდმა მიზანს მიაღწია და მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა. ანგარიში მილან რადინმა გახსნა, რომელსაც საგოლე პასი ზორან მარუშიჩმა გაუკეთა. სტუმრებმა უპირატესობა მეორე ტაიმის ბოლოსკენ გაზარდეს. შედეგიანი გადაცემა ისევ მარუშიჩმა მიითვალა, რომელიც ამჯერად გატანაში თორნიკე ახვლედიანს დაეხმარა.

„დინამო თბილისმა“ 34 ქულა დააგროვა და პირველ პოზიციას დაუბრუნდა, მაგრამ „დინამო ბათუმზე“ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, ხოლო „სამტრედია“ 10 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.

ქობულეთის „შუქურასა“ და თბილისის „საბურთალოს“ შორის დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. თბილისელები 28 ქულით მესამე პოზიციაზე არიან, ხოლო „შუქურა“ 16 ქულით მერვე ადგილზეა.

„სამტრედია“ – „დინამო თბილისი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 რადინი (24), 0:2 ახვლედიანი (80)

„შუქურა“ – „საბურთალო“ 0:0 (0:0)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11809