ჩოგბურთი

16:08 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე შეხვედრა მოიგო

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებულ თამაშს აგრძელებს და მეორე შეხვედრა მოიგო.

ქართველი ჩოგბურთელი იანიკ ჰანფმანს დაუპირისპირდა და ორ სეტში 7:6 (7:3), 6:4 დაამარცხა. ნიკოლოზი უპირატესობას ფლობდა და გერმანელ მეტოქეს საათსა და 25 წუთში აჯობა.

ბასილაშვილმა 3 ეისი შეასრულა და ორჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მეტოქეს ასევე ორი ორმაგი შეცდომა ჰქონდა და 4 ეისი მიითვალა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე ორი შეხვედრა მოიგო და ორჯერვე გერმანელი მეტოქეე დაამარცხა. მისი მომდევნო მოწინააღმდეგე მოგვიანებით გაირკვევა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - იანიკ ჰანფმანი 2:0 (7:6, 6:4)

0.114289