ფეხბურთი

12:14 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემის" გენერალურ დირექტორად ფაბიო პარატიჩი დაინიშნა

ლონდონის „ტოტენჰემის“ გენერალური დირექტორის პოსტი იტალიელმა ფაბიო პარატიჩიმ დაიკავა. ინგლისური კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, ის მუშაობა 1 ივლისიდან შეუდგება.

„აღფრთოვანებული ვარ ამ ფანტასტიკური შესაძლებლობით და მადლობას ვუხდი კლუბს და პრეზიდენტს ჩემი ნდობისთვის. „ტოტენჰემი“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში და ამბიციური გრძელვადიანი გეგმები აქვს. მჯერა, გუნდთან ერთად ვიმუშავებთ კლუბის ისტორიაში ახალი თავის დასაწერად“, - თქვა პარატიჩიმ.

შეგახსენებთ, ფაბიო პარატიჩი 2010-2021 წლებში ტურინის „იუვენტუსში“ წარმატებით მუშაობდა და მასთან ერთად „იუვემ“ ამ 11 წელიწადში 19 ტიტული მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი ორჯერ გავიდა. ტურინულ გრანდამდე პარატიჩი გენუის „სამპდორიაში“ იყო დასაქმებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112514