სხვა

11:06 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს-2020-ის საგზური, ჯერჯერობით, 8500 ათლეტს აქვს მოპოვებული

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის კრისტიან კლაუეს ცნობით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური 8500 ათლეტმა მოიპოვა.

17 სახეობაში კვალიფიკაციები უკვე დასრულებულია. უშუალოდ შესარჩევ ასპარეზობებში ტოკიო-2020-ის საგზურების საერთო რაოდენობის კიდევ 4 პროცენტი გათამაშდება, ლიცენზიების 20 პროცენტი კი რეიტინგების მიხედვით განაწილდება.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 10 ათასამდე ათლეტს ელოდებიან. საკვალიფიკაციო ტურნიები 29 ივნისს დასრულდება.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112091