ფეხბურთი

3:19 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანიის ნაკრების ექიმი: "კრისტიანს მოულოდნელად პულსი გაუჩერდა"

დანიის ნაკრების ექიმმა მორტენ ბოესენმა ფინეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კრისტიან ერიკსენის შესახებ ისაუბრა. მან აღწერა ის პროცესი, რაც მოედანზე ხდებოდა.

„კრისტიანის დაცემისთანავე დაგვიძახეს. მომენტი არ დამინახავს, მაგრამ საკმაოდ აშკარა იყო, რომ გონება დაკარგა. როდესაც მასთან მივედით გვერდით იწვა, სუნთქავდა და პულსი ესინჯებოდა. თუმცა, მოულოდნელად ვითარება სწრაფად შეიცვალა, პულსი აღარ ჰქონდა და გულის მასაჟის გაკეთება დავიწყეთ. ძალიან სწრაფად დაგვეხმარა სტადიონის სამედიცინო პერსონალი და ერთად მუშაობით შევძელით ის გაგვეკეთებინა, რაც გავაკეთეთ. საბედნიეროდ, ის სიცოცხლისუნარიანი გახდა“, - თქვა ბოესენმა.

შეგახსენებთ, კრისტიან ერიკსენმა ფინეთთან შეხვედრის 42-ე წუთზე გონება დაკარგა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბოლო ცნობებით დანიელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

0.112827