სხვა

0:48 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩინელმა სუ პინტიანმა 100 მეტრი 9.98 წამში გაირბინა

ჩინეთის მძლეოსანთა ოლიმპიურ შესარჩევ ტურნირზე, რომელიც ქალაქ შაოსინში ტარდება, სუ პინტიანმა 100 მეტრი 9.98 წამში გაირბინა და ოლიმპიური ნაკრების საგზური მოიპოვა.

31 წლის სუ პირველი აზიელი სპრინტერია, ვინც ყველაზე პრესტიჟული დისტანცია 10 წამზე ნაკლებში გაირბინა. პირადი საუკეთესო შედეგი - 9.91 წამი, 2018 წელს დააფიქსირა და ეს აზიის რეკორდია. მიმდინარე სეზონში, ეს მისი პირველი სუბ-10-წამიანი შედეგი არაა. აპრილში მანვე ჟაოქინში ასპარეზობისას, ასევე 9.98 წამში გაირბინა.

„ეს შედეგი დამაკმაყოფილებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საუკეთესო ფორმაში ჯერ არ ვარ“, - სინჰუასთან საუბრისას განაცხადა სუმ, ვისაც 100 მეტრი 10 წამზე ნაკლებში, კარიერაში შვიდჯერ აქვს გარბენილი. მიმდინარე სეზონში მას მე-13 საუკეთესო დრო აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109027