ფეხბურთი

22:10 | 12.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფინეთი - დანიის მატჩი 22 საათსა და 30 წუთზე განახლდება

ევრო 2020-ის მატჩი ფინეთისა და დანიის ნაკრებებს შორის, თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე განახლდება - გვამცნობს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეხვედრა პირველი ტაიმის ბოლოს შეწყდა, როცა დანიელთა ლიდერმა, კრისტიან ერიკსენმა გონება დაკარგა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც მისი აგენტი აცხადებს, კრისტიანი უკვე თავისუფლად სუნთქავს და საუბრობს.

0.120314