ფეხბურთი

21:25 | 12.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ერიკსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ბოლო ცნობებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც უეფას ვებგვერდი იტყობინება, მატჩის შესახებ (დანია - ფინეთი) გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში მიიღება, ხოლო ერისკენს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ცნობა დანიის ფეხბურთის ფედერაციამაც დაადასტურა და მათი ინფორმაციით, ფეხბურთელს საავადმყოფოში გამოკვლევა უტარდება.

გავრცელდა ფოტოებიც, რომელშიც ჩანს, რომ ერიკსენი ჯერ კიდევ მოედნიდან გაყვანის მომენტში უკვე გონზე იმყოფებოდა.

შეგახსნებთ, კრისტიან ერიკსენს ფინეთთან მატჩის 45-ე წუთზე გულის შეტევა დაემართა, ის მოედანზე უგონოდ დაეცა.

0.132338