ფეხბურთი

19:08 | 12.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიამ უელსს ვერ მოუგო: A ჯგუფში იტალია უკვე ლიდერია

ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში პირველი ტური დასრულდა. იტალიის ნაკრებმა რომში თურქეთის ნაკრები ჯერ კიდევ გუშინ დაამარცხა (3:0, ხოლო დღეს ბაქოში უელსისა და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ამ თამაშს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ ორი ტურია. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში საკმაოდ მძიმე სანახავი გამოდგა და სანახაობრივი ფეხბურთი ქომაგს ნამდვილად არ უნახავს. პირველ ტაიმში უელსელები კიფერ მურის თავურის წყალობით ახლოს იყვნენ გოლთან, მაგრამ იან სომერმა დიდებულად ითამაშა. საპასუხოდ, ჰარის სეფეროვიჩი აქტიურობდა, რომელიც რამდენჯერმე დაემუქრა უელსელთა კარს, მაგრამ სიზუსტე ვერცერთხელ გამოავლინა და ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

სამაგიეროდ, ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი მეორე ტაიმის სტარტზევე დაწინაურდა. გოლის კუთხურს მოჰყვა, რომელიც ბრის ემბოლომ გამოიმუშავა, როდესაც დენი უორდმა მისი ურთულესი დარტყმა მოიგერია. სამაგიეროდ, უელსის კარის დარაჯი ემბოლოს მეორე დარტყმა, რომელიც ფორვარდმა თავით შეასრულა ვერ გაუმკლავდა და შვეიცარიელები წინ გავიდნენ.

რობერტ პეიჯის გუნდმა 74-ე წუთზე გაათანაბრა. გოლი მათაც კუთხურით გაიტანეს და იან სომერს მეორე დული მურმა მოუგო, რომელმაც მეორე სართულზე დასწრებაზე დიდებულად ითამაშა. ცხადია, შვეიცარიის გეგმებში ქულების დაკარგვა არ შედიოდა და ამიტომაც, დარჩენილ დროში გააქტიურდნენ, შანსებიც ჰქონდათ, გოლიც გაიტანეს, მაგრამ გავრინოვიჩი თამაშგარეში იყო და ვიდეორეფერიმ გოლი გააუქმა. მთლიანობაში შვეიცარიამ უელსს აჯობა და გამარჯვებასაც უფრო მეტად იმსაუხრებდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და მომდევნო ორ ტურში დიდი ბრძოლა მოუწევს.

ამრიგად ფრე 1:1, რაც ყველაზე მეტად წყალს თურქეთის ნაკრების წისქვილზე დაასხამს. მეორე ტურში 16 ივნისს, შვეიცარია იტალიას, უელსი კი თურქეთს დაუპირისპირდება.

უელსი - შვეიცარია 1:1 (0:0)

ბაქო, ოლიმპიური სტადიონი

უელსი (4-3-3): უორდი; რობერტსი, მეპა, როდონი, დევისი; მორელი, ალენი, რემზი (ამპადუ 90); ბეილი, მური, ჯეიმსი (ბრუკსი 75)

მწვრთნელი: რობერტ პეიჯი

შვეიცარია (3-4-1-2): სომერი; ელვედი, შერი, აკანჯი; მბაბუ, ჯაკა, ფროილერი, როდრიგესი; შაქირი (ზაკარია 66); ემბოლო, სეფეროვიჩი (გავრანოვიჩი 84)

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

გოლები: 0:1 ემბოლო (49), 1:1 მური (74)

გაფრთხილება: მური (47) - შერი (30), მბაბუ (63)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 12 (4) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 4:12 თამაშგარე: 0:4

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ბრილ ემბოლო (შვეიცარია)

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

1. იტალია 1 1 0 0 3 0 3 3
2. შვეიცარია 1 0 1 0 1 1 0 1
3. უელსი 1 0 1 0 1 1 0 1
4. თურქეთი 1 0 0 1 0 3 -3 0
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.172432