ჩოგბურთი

18:32 | 12.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიის ტურნირის ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიაში მიმდინარე ტურნირზე წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს და ფინალში გავიდა.

23 წლის მარიამმა ნახევარფინალში იაპონელი მაი ჰონტამა ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა. აზიელი უშანსოდ არ ყოფილა, მაგრამ ბოლქვაძემ ორივე სეტში გარდამტეხ მომენტში ივარგა და გამარჯვება მოახერხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პორტუგალიაში ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო და ფინალში 13 ივნისს, პორტუგალიელ ფრანსისკა ჟორჟესა და ბრაზილიელ ბეატრის მაიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122577