ძიუდო

15:32 | 12.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გელა ზაალიშვილს ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში +100 კგ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი ასპარეზობს და ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე ერთადერთი გამარჯვება აშორებს.

ზაალიშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო მეორე წრეში სენეგალელ მბაგნიკ ნდიაეს აჯობა, რასაც ავსტრიელ დანიელ ალერსტორფერი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალი ნიდერლანდელ როი მეიერთან გამარჯვების შედეგად დაძლია. გელა ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე თემირლან ბაშაევს შეხვდა და იპონით მარცხი განიცადა, შედეგად ფინალს მიღმა დარჩა. ბრინჯაოს მედლისთვის გელა უკრაინელ იაკივ ხამოს დაუპირისპირდება.

დღესვე, ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა იასპარეზა და სამხრეთ კორეელ ჰაიუნ კიმთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის 1 ოქროს (ლაშა შავდათუაშვილი), 1 ვერცხლისა (ტატო გრიგალაშვილი) და 2 ბრინჯაოს მედალი (ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე) აქვს მოპოვებული და ინდივიდუალური შეჯიბრება დღეს სრულდება. 13 ივნისს კი მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდურ პირველობაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132113