სხვა

11:15 | 12.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლერი ხაბელოვი ძალოსნობისა და ჭიდაობის ეროვნული ნაკრები გუნდების საწვრთნელ შეკრებას დაესწრო

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ძალოსნობის და ჭიდაობის ეროვნული ნაკრები გუნდების საწვრთნელ შეკრებებს დაესწრო

დღეს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელთან-ელგუჯა ბერიშვილთან ერთად იმყოფებოდა ბაკურიანში, სადაც საწვრთნელ შეკრებას გადიან საქართველოს ძალოსნობის და ჭიდაობის ეროვნული ნაკრები გუნდები.

სეოკ-ის ხელმძღვანელები დაესწრნენ საწვრთნელ პროცესს, გაესაუბრნენ სპორტსმენებს და სამწვრთნელო შტაბს. ისაუბრეს მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებზე და დელეგაციის თითოეული წევრის პასუხისმგებლობაზე.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა რწმენა გამოთქვა რომ ოლიმპიადამდე დარჩენილ დროს ჩვენი სპორტსმენები მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენებენ და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეულად გამოვლენ.

ელგუჯა ბერიშვილმა სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს მიაწოდა ინფორმაცია ოლიმპიურ თამაშებზე დაწესებული რეგულაციების, ტესტირების და ვაქცინაციის შესახებ.

GEONOC.ORG.GE

0.116035