სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

18:57 | 11.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირში ორმა გუნდმა Jr.NBA-GBF ლიგის საგზური მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობს Jr.NBA-GBF ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომლის მიზანიც იმ გუნდების გამოვლენაა, რომლებიც აღნიშნული ტურნირის თბილისის დივიზიონში ითამაშებენ. დედაქალაქის დივიზიონში მოსახვედრად დიდი კონკურენციაა. მსურველი 17-ია, ადგილი კი – 6.

გათამაშების ფორმატის თანახმად, 17 გუნდი 4 ჯგუფში განაწილდა, საიდანაც 6 საუკეთესო შემდეგნაირად გამოვლინდება: თითოეული ჯგუფის გამარჯვებული (4 გუნდი), რომლებსაც დაემატებათ 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი. რაკი ჯგუფებში გუნდების არათანაბარი რაოდენობაა, საუკეთესო მეორეადგილოსანი შემდეგნაირად გამოვლინდება:

ჯგუფებში ყველაზე მცირე რაოდენობა გახლავთ 3. შესაბამისად, იმ ჯგუფებში, რომლებშიც 3-ზე მეტი გუნდია, მეორე ადგილზე გასულ გუნდებს გაუუქმდებათ მე-4 და მე-5 ადგილებზე გასულ გუნდებთან ნაჩვენები შედეგები. გაუქმების შემდეგ, ოთხივე მეორეადგილოსანს ექნება 3-3 მატჩი და ამ შედეგების გათვალისწინებით გამოვლინდება 2 საუკეთესო, რომელიც ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად მოიპოვებენ JR.NBA-GBF ლიგის ძირითადი ტურნირის (“ა” ლიგის) საგზურებს. ყველა ის გუნდი, რომელიც საკვალიფიკაციოდან ძირითად ტურნირში ვერ მოხვდება, საშუალება ექნება, იასპარეზოს JR.NBA-GBF ლიგის “ბ” დივიზიონში, რომელიც “ა” ლიგის დუბლიკატი იქნება.

შეგახსენებთ, რომ JR.NBA საქართველოში 2016 წლიდან ტარდება და წლიდან წლამდე იხვეჭს პოპულარობას. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ევროპის განყოფილება. პროექტი საქართველოს მასშტაბით ყველაზე პოპულარული და მასობრივია, რომელშიც, საკვალიფიკაციოს ჩათვლით, 100-ზე მეტი გუნდი მონაწილეობს. JR.NBA-GBF ლიგის მხარდამჭერი გახლავთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.

JR.NBA-GBF ლიგის ყველა მონაწილე უზრუნველყოფილი იქნება იმ გუნდის მაისურით, რომელიც საგანგებო კენჭისყრის შედეგად მას შეხვდება. ანუ ყველა მონაწილე გუნდს ნბა-ს შესაბამისი კლუბების სახელები მიენიჭებათ, მიიღებენ მათ მაისურებს და გათამაშების ფორმატიც ნბა-ს ანალოგიური იქნება: 6 დივიზიონი, თითოეულში – 5 გუნდი. ტრადიციულად, საქართველოს მასშტაბით დივიზიონები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: თბილისი, თელავი, რუსთავი (სამივე აღმოსავლეთ კონფერენცია), ქუთაისი, გორი და ბათუმი (სამივე დასავლეთ კონფერენცია). თბილისთან ერთად საკვალიფიკაციო ტურნირის გამართვას ქუთაისი საჭიროებს, რადგან იმერეთის რეგიონში JR.NBA-GBF ლიგის “ა” ლიგაში ასპარეზობის 10 მსურველია. 14, 15 და 16 ივნისს ქუთაისში საკვალიფიკაციო მატჩების შედეგად გამოვლინდება 5 საუკეთესო, ხოლო დანარჩენები, სურვილისამებრ, JR.NBA-GBF ლიგის “ბ” დივიზიონში იასპარეზებენ.

თბილისის საკვალიფიკაციო ტურნირში 2 ჯგუფში თამაშები დასრულდა. შესაბამისად, ამ ჯგუფების გამარჯვებულებმა უკვე მოიპოვეს JR.NBA-GBF ლიგის საგზურები. ესენი არიან “თბილისი ბასკეტ 1” და “ოვერტაიმი”. საკვალიფიკაციო ტურნირის დარჩენილი მატჩები 11 და 12 ივნისს, სპორტკომპლექს “არენაში” გაიმართება.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112905
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X