ფეხბურთი

17:54 | 11.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი "რეალზე", "იუვენტუსსა" და "ბარსელონაზე": "სამართლიანობა ადრე თუ გვიან გაიმარჯვებს"

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი „იუვენტუსის“, „ბარსელონასა“ და „რეალის“ წინააღმდეგ ბრძოლას დასრულებულად არ მიიჩნევს. სლოვენიელის განცხადებით, ყველაფერი სასამართლოში გადაწყდება და სამართლიანობა ადრე თუ გვიან იზეიმებს.

„სამართლიანობა ზოგჯერ ნელია, მაგრამ ყოველთვის დგება. მე არ ვიცნობ ჩვენი სადისციპლინო კომპეტენციების სპეციფიკას, მაგრამ ცალსახაა, რომ საკითხი სასამართლოში გადაწყდება. როგორც ვხედავ, ეს საბოლოო გაჩერება არ არის, განვმარტავთ იურიდიულ საკითხებს და შემდეგ წინ წავალთ.

ზოგჯერ ისეთი განცდა მაქვს, რომ ეს სამი კლუბი ბავშვები არიან, რომლებიც სკოლას აცდენენ, არ იწვევენ დაბადების დღეზე და შემდეგ წვეულებაზე მოხვედრას პოლიციასთან ერთად ცდილობენ. ანიელის ხელს თუ ჩამოვართმევ? ეს პირადი საკითხია, რაც შეეხება პლატინის, მისი კომენტარი ჩემს პასუხს არ საჭიროებს“, - თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, უეფამ ხსენებული სამი კლუბის წინააღმდეგ გამოძიება დროებით შეაჩერა, მაგრამ მის განახლებას მომავალში გეგმავს. ესპანურ და იტალიურ გრანდებს სანქციები ევროპის სუპერლიგის შექმნისა და დღემდე მისი ლობირების გამო ემუქრებათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114067