ფეხბურთი

13:13 | 11.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ დონარუმას შჩესნი ამჯობინა და "იუვემ" ტრანსფერზე უარი თქვა

ტურინის „იუვენტუსი“ ჯანლუიჯი დონარუმას უფასოდ დამატებას დიდხანს ფიქრობდა და ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ, 22 წლის მეკარე კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ როგორც გავლენიანი გამოცემები წერენ, ეს მხოლოდ ფორმალობა და დროის ამბავია.

Sky Sport-მა კი გაიგო, რატომ არ შედგა დონარუმას ტრანსფერი „იუვენტუსში“. ტურინელებს ვოიცეხ შჩესნი უნდა გაეყიდათ, რადგან ორივეს გუნდში ყოფნას კლუბის ბიუჯეტი ვერ გასწვდებოდა. თუმცა, გადამწყვეტი სიტყვა მასიმილიანო ალეგრის უთქვამს, რომელმაც 31 წლის პოლონელი კიპერი 22 წლის იტალიელ კარის დარაჯს ამჯობინა.

როგორც ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, ალეგრი შჩესნის მსოფლიოს ოთხ საუკეთესო მეკარეში მიიჩნევს და აქცენტი პოლონელზე გააკეთა. მან კლუბის ხელმძღვანელობას უთხრა, რომ დონარუმა არ სჭირდებოდა და მუშაობა ისევ შჩესნისთან სურდა. შედეგად, მენეჯმენტმა მთავარ მწვრთნელს დაუჯერა და დონარუმას ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტეს.

შეგახსენებთ, ვოიცეხ შჩესნი „იუვენტუსში“ 2017 წელს გადავიდა და „ბებერ ქალბატონთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

0.117456