ფეხბურთი

10:32 | 11.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ახლა უფრო მოტივირებული ვარ, ვიდრე 2004 წელს ვიყავი"

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას კრიშტიანუ რონალდუმ ევროპის ჩემპიონატის წინ თავისი მოსაზრებები გაუზიარა. პორტუგალიელი თავდამსხმელის თქმით, ახლა უფრო მოტივირებულია, ვიდრე 2004 წელს იყო, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა.

„პატივს ვცემთ ყველა გუნდს, რომელთანაც ევრო 2020-ზე თამაში გვიწევს. ადვილი თამაში არცერთი იქნება. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვიყო. ახლაც ისეთივე მოტივირებული ვარ, როგორც 2004 წელს, როდესაც პირველად ვითამაშე ევროპის ჩემპიონატზე... არა, ალბათ, ახლა კიდევ უფრო მოტივირებული ვარ.

მოქმედი ჩემპიონები ვართ და კიდევ ერთხელ ვიმყოფებით ფავორიტებში. ტიტულის მოგების დაპირების გაცემას და პროგნოზის გაკეთებას აზრი არ აქვს, შემიძლია მხოლოდ ის დაგპირდეთ, რომ ყველა მატჩში გამარჯვებას ვეცდებით“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 15 ივნისს, უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111122