ფეხბურთი

13:17 | 11.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა: "მანჩესტერისგან" ახალ კონტრაქტზე წინადადება არ მიმიღია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს ამ დროისთვის არ აწარმოებს. ფრანგი ნახევარმცველის თქმით, ახლა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს.

“კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელი დამრჩა, ეს ყველამ იცის. ჯერჯერობით არ მაქვს კონკრეტული წინადადება „მანჩესტერ იუნაიტედისგან“, მენეჯერებთან ამ საკითხის განსახილველად არ დავმსხდარვართ. თუმცა, „მანჩესტერის“ ფეხბურთელი. ახლა ჩემი ფიქრები მხოლოდ ევრო 2020-ს უკავშირდება. მე მყავს აგენტი, რომელიც ყველაფერზე ზრუნავს. პსჟ? ალ-ხელაიფის ნომერი არ მაქვს“, - თქვა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „მანჩესტერში“ 2015 წლიდან თამაშობს და 199 შეხვედრაში 38 გოლის გატანა მოახერხა. მას ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

0.116667