ფეხბურთი

16:41 | 10.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სანჩოსთან კონტრაქტი შეათანხმა

დორტმუნდის „ბორუსიის“ ნახევარმცველი, ჯეიდონ სანჩო, „მანჩესტერ იუნაიტედს“ უფრო მიუახლოვდა.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, თავის ტვიტერში წერს, რომ მანჩესტერელბმა ფეხბურთელთან კონტრაქტი უკვე შეათანხმეს. ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ახლა „იუნაიტედი“ „ბორუსიასთან“ დაიწყებს მოლაპარაკებას. გერმანული კლუბი 21 წლის ინგლისელს 95 მილიონ ევროდ აფასებს.

სანჩო „უოტფორდის“ და „მანჩესტერ სიტის“ აღზრდილია. მოზრდილი კარიერა კი 2017 წელს დაიწყო „დორტმუნდში.“

0.110078