სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

15:26 | 10.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

თანმიმდევრული პორტუგალია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

აბა, ვის არ ახსოვს ევრო 2016-ის ფინალი „სტად დე ფრანსეზე?“ როცა აუტის ხაზთან კოჭლობით მოსიარულე კრიშტიანუ რონალდუ, თავის თანაგუნდელებს ემოციურ მითითებებს აძლევდა. ერთი შეხედვით ის მწვრთნელი გეგონებოდათ. არადა, მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში იყო. დღესაც ეს კაცი გახლავთ Seleção das Quinas (რჩეულთა გუნდი)-ის დამრიგებელი.

ის ფინალი კი პორტუგალიელებმა დამატებით დროში მოუგეს მასპინძელ ფრანგებს ედერის გოლით და ისტორია დაწერეს.

ახლა ისინი მოქმედი ევროპის ჩემპიონები არიან და ევრო 2020-ზე რომელიც ხვალ, 11 ივნისს იწყება, ტიტულის დაცვას ეცდებიან.

პორტუგალიის ნაკრების ისტორიას რომ გადავხედოთ, ცალკეული გამონათებების გარდა, ბოლო დრომდე სერიოზული მიღწევებით ვერ დაიკვეხნიან. იყო 1966 წლის შესანიშნავი გუნდი განუმეორებელი ეუსებიოს თავკაცობით და მესამე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე. 1984 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჟორდაოთი, შალანათი და ფერნანდო გომეშით, რომლებმაც დრამატული ნახევარფინალი წააგეს პლატინის საფრანგეთთან.

შემდეგ „ოქროს თაობა“ 1990-2000-იანებში. ფიგუ, რუი კოშტა, ფერნანდუ კოუტუ, დეკუ, ნუნუ გომეში და უდრამატულესი მარცხი 2004 წლის საშინაო ევროს ფინალში ბერძნებთან...

ამ ტურნირში უკვე კრიშტიანუ რონალდუც თამაშობდა, რომელიც მაშინ 19 წლის გახლდათ.

ამ დროიდან კი პრობლემას სისტემურად მიუდგნენ და მწვრთნელების განათლებაზე გააკეთეს აქცენტი. მიხედეს აკადემიებს, რომლის ჩანასახი უკვე ჩვენთანაც არის, თუნდაც „დინამოს,“ „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივის“ აკადემიები რად ღირს. სწორედ ამან გაიყვანა10 მილიონიანი ქვეყანა 21-ე საუკუნეში ევროპული ფეხბურთის ელიტაში.

მწვრთნელთა მთელი თაობა წამოვიდა,რომლებმაც საქვეყნოდ გაითქვეს სახელი. ყველაზე ცნობილი მათ შორის, ცხადია, ჟოზე მოურინიუა. სერჟიო კონსეისაო, რომელმაც წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაში „პორტუ“ მეოთხედფინალამდე მიიყვანა და იქ მომავალ გამარჯვებულ „ჩელსისთან“ დამარცხდა.

რუბენ ამორიმი, რომელმაც შარშან გაზაფხულზე ჩაიბარა „სპორტინგი“ და წლეულს 19-წლიანი შესვენების შემდეგ გახადა ქვეყნის ჩემპიონი.

ანდრე ვილაშ-ბოაში, ლეონარდო ჟარდიმი, პაულუ ფონსეკა, ნუნუ ეშპირიტუ სანტუ, რომელიც „ვულვერჰემპტონიდან“ ამ ზაფხულს წამოვიდა და მისი შემცვლელი ბრუნუ ლაჟი.

„ჩვენ მწვრთნელების განვითარების კარგი სიტემა გვაქვს - ამბობს „ბენფიკას“ ახლგაზრდული გუნდის დამრიგებელი ლუის არაუხო, - ხშირად ვიკრიბებით და ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. ერთმანეთისგან ვსწავლობთ. ეს ჩვენი შანსია, რადგან პორტუგალიას არ გააჩნია ამ მხრივ დიდი რესურსები.

არაუხო „ბენფიკაში“ 2006 წელს მივიდა კლუბის კამპუსის გახსნაზე და დღემდე იქ მუშაობს. ყველა ასაკის გუნდი უვარჯიშებია. „აქ უკვე ძეგლივით ვარ, იმიტომ რომ ყველაზე უფროსი გახლავართ“ - სიცილით ყვება ის. ევრო 2016-ზე მისი სამი გაზრდილი ფეხბურთელი თამაშობდა.

„ყოველთვის გვყავდა ნიჭიერი ფეხბურთელები, თუმცა ადრე აქცენტს მათ ინდივიდუალურ ოსტატობაზე ვაკეთებდით. ახლა უპირატესობას ისეთ მოთამაშეებს ვანიჭებთ, რომლებიც ფიქრობენ. შესაძლოა, მათი თამაში ძალიან ლამაზი არ არის, მაგრამ გაცილებით ეფექტურია.

ბოლო წლებში დიდი ინვესტიციები ჩაიდო კლუბის აკადემიაში. ახლა ჩვენ გვყავს კვალიფიციური მწვრთნელები, ექიმები, ფიზიოთერაპევტები, ტექნიკური პერსონალი, ჩინებული ინფრასტრუქტურა. ეს ყველაფერი ფეხბურთელებში ჩადებული ინვესტიციია.

ჩემთვის მთავარი ჩემპიონობა და ტიტული ის არის, როცა ჩემი გაზრდილის წარმატებას ვხედავ. როცა რენატო სანშეშმა პირველად გაუტანა „აკადემიკას,“ ვტიროდი. როცა ვუცქერ, როგორი წარმატებულები არიან უცხოურ კლუბებში ჟოაუ ფელიში, რუბენ დიაში, ბერნარდუ სილვა, უბედნიერესი ვარ.

თუმცა, „ბენფიკას“ აკადემია ახლოსაც ვერ მივა „სპორტინგის“ ანალოგთან, რომელმაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები: პაულუ ფუტრე, ლუიშ ფიგუ, რიკარდუ კუარეჟმა, სიმაუ საბროსა და რა თქმა უნდა - კრიშტიანუ რონალდუ გაზარდა.

შარშან სექტემბერში, ალკოშეტიში მდებარე აკადემიას რონალდუს სახელი დაარქვეს. კრიშტიანუ აკადემიაში 12 წლის მივიდა და თავიდან გამოქცევაზე იყო, ყოველდღე მირბოდა ტელეფონის ჯიხურთან, დედამისს ურეკავდა და შინ წაყვანას სთხოვდა. ახლა კი...

გასულ კვირას პორტუგალიის 21 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გერმანიასთან წააგო (0:1). თამაშს ქართველი მსაჯები ემსახურებოდნენ (მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი, ასისტენტები - ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია).

ეს პორტუგალიელთა უკვე მეორე ფინალია ამ ტურნირის ბოლო ოთხ გათამაშებაში, რაც მათ პროგრესს კიდევ ერთხელ ადასტურებს. უფრო დაბალ ასაკში ადრეც ჰქონიათ წარმატებები, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა დონეა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.122116
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X