ფეხბურთი

12:27 | 10.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტმა, შესაძლოა, ევრო 2020-ის უკრაინასთან მატჩი გამოტოვოს

„იუვენტუსისა“ და ნიდერლანდების ნაკრების მცველმა, მატეის დე ლიხტმა, რომელსაც საზარდულის ტრავმა აწუხებს, შესაძლოა, ევრო 2020-ის უკრაინასთან პირველი მატჩისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწროს.

AD-ს ცნობით, გუშინდელ ვარჯიშზე ის საერთო ჯგუფთან ერთად ირჯებოდა, თუმც ორმხრივ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. ნაკრების ექიმები და მწვრთნელები იმედოვნებენ, რომ მატეისი მალე მომჯობინდება. თუმცა, შესაძლოა, უკრაინასათან პირველ მატჩში ვერ ითამაშოს.

ნიდერლანდები - უკრაინის შეხვედრა 13 ივნისს, ამსტერდამში „იოჰან კრუიფ არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.113661