ფეხბურთი

19:15 | 9.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები: "კოპა ამერიკის წინააღმდეგ ვართ, მაგრამ მონაწილეობას მივიღებთ"

ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკაზე ითამაშებს. „სელესაოს“ ფეხბურთელებმა განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც დაადასტურეს, რომ კოპა ამერიკის წინააღმდეგნი არიან, მაგრამ ამის მიუხედავად ტურნირში ითამაშებენ, რადგან ბრაზილიის ნაკრების წინაშე მისია აქვთ შესასრულებელი.

„ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ, მაგრამ განსხვავებული იდეებით. მრავალი მიზეზის გამო უკმაყოფილოები ვართ კონმებოლის მიერ დაგეგმილი კოპა ამერიკით. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს არაადეკვატურობაზე, თუმცა ჩვენ არასდროს გვინდოდა ეს პოლიტიკური საკითხი გამხდარიყო. ვიცით ჩვენი პოზიციის მნიშვნელობა და ვაქვეყნებთ ამ განცხადებას, რათა თავიდან ავიცილოთ სხვა ყალბი ამბების გავრცელება, რომელსაც ჩვენს სახელებს უკავშირებენ.

გვახსოვს, რომ ჩვენ ვართ მუშაკები, პროფესიონალი ფეხბურთელები. ჩვენ გვაქვს მისია, რომ წარმოვადგინოთ 5-გზის მსოფლიოს ჩემპიონი. წინააღმდეგ ვართ კოპა ამერიკის ორგანიზების, მაგრამ ბრაზილიის ნაკრებში თამაშზე უარს არასდროს ვიტყვით“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის გათამაშება 13 ივნისიდან 10 ივლისამდე ბრაზილიაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149701