ფეხბურთი

15:12 | 9.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციო" სარიმ ჩაიბარა, მისი დანიშვნა სიგარეტის ემოჯით დააანონსდა

რომის „ლაციოს“ მაურიციო სარი გაწვრთნის. 62 წლის სპეციალისტმა სიმონე ინძაგი შეცვალა, რომელიც მილანის „ინტერში“ გადაბარგდა.

სარიმ „არწივებთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს. რომაულმა გუნდმა სარის დანიშვნა ორიგინალურად დააანონსა - სოციალურ ქსელში სიგარეტის ემოჯი გამოაქვეყნა.

მაურიციო სარი ბოლოს „იუვენტუსში“ მუშაობდა, რომელიც იტალიის ჩემპიონი გახადა, მაგრამ მაინც დაითხოვეს. აღსანიშნავია, რომ იტალიელმა „იუვე“ 2020 წელს დატოვა, თუმცა გუნდი ხელფასს მაინც უხდიდა და კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყდა.

გარდა ამისა, სარის „ემპოლიში“, „ნაპოლიში“ და ლონდონის „ჩელსიში“ უმუშავია. მას 2019 წელს ინგლისურ გუნდთან ერთად ევროპა ლიგაც აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115624