ფეხბურთი

19:36 | 8.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020-ის წინ დეიან კულუშევსკის კორონავირუსი დაუდასტურდა

შვედეთის ნაკრებს დეიან კულუშევსკი გამოაკლდა. 20 წლის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ შვედეთის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება. გარდა ამისა, კორონავირუსი "ბოლონიას" მცველ მატია სვანბერგსაც დაუდასტურდა და ორივე მათგანი შვედებს დროებით გამოაკლდათ.

კულუშევსკი ესპანეთთან ევრო 2020-ის პირველ ტურში ვერ ითამაშებს. თუმცა, მას სხვა ფეხბურთელი არ შეცვლის. სკანდინავიელთა მთავარი მწვრთნელი იანე ანდერსონი იმედოვნებს, რომ ესპანეთის მატჩის შემდეგ ის გუნდს დაუბრუნდება.

შვედეთის ნაკრები გიოტებორგში ბოლო შეკრებაზე გაემგზავრა, მაგრამ კულუშევსკი სტოკჰოლმში თვითიზოლაციაში დარჩა.

შეგახსენებთ, რომ შვედეთის ნაკრები ესპანეთის ნაკრებს 14 ივნისს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121344