ფეხბურთი

12:20 | 8.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დი ფრანჩესკომ „ვერონა“ ჩაიბარა

„ვერონამ“ თავის ოფიციალურ საიტზე ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ დაწერა. 51 წლის სპეციალისტთან კლუბმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დი ფრანჩესკოს ბოლო სამუშაო ადლი „კალიარი“ გახლდათ. მანამდე ის „სამპდორიას,“ „რომას,“ „სასუოლოს,“ „ლეჩეს,“ „პესკარას“ და „ვირტუს ლანჩანოს“ წვრთნიდა.

„ვერონას“ აწ უკვე ყოფილმა დამრიგებელმა, ივან იურიჩმა, გუნდი სეზონის დამთავრების შემდეგ დატოვა, რომელშიც ჰელასელებმა მე-10 ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110145