ფეხბურთი

0:57 | 8.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ლიგა 1-ის სეზონის სიმბოლურში ვერ მოხვდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონის სიმბოლური ნაკრები დასახელდა, რომელშიც ნეიმარი ვერ მოხვდა. გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად ლიგა 1-ის ოფიციალური ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებული სიმბოლური კი ასე დაკომპლექტდა.

მეკარე: მაიკ მენიო (ლილი)

მცველები: ჯონათან კლაუსი (ლანსი), მარკინიოსი (პსჟ), ჟოზე ფონტე (ლილი), რეინალდუ მანდავა (ლილი)

ნახევარმცველები: ლუკას პაკეტა (ლიონი), ბენჟამენ ანდრე (ლილი), ორელიენ ტჩუამენი (მონაკო)

თავდამსხმელები: მემფის დეპაი (ლიონი), ბურაქ ილმაზი (ლილი), კილიან მბაპე (პსჟ)

შეგახსენებთ, ნეიმარს 2020-2021 წლების სეზონი არც ისე წარმატებული ჰქონდა. 18 შეხვედრაში 9 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა და პსჟ ჩემპიონიც ვერ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119602