ფეხბურთი

23:54 | 7.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ვერონას" დი ფრანჩესკო გაწვრთნის

იტალიური „ვერონას“ მთავარ მწვრთნელად ეუსებიო დი ფრანჩესკო დაინიშნა. ამის შესახებ ვენეტოელებმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს.

დი ფრანჩესკომ კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა და ივან იურიჩი შეცვალა, რომელმაც „ტორინო“ ჩაიბარა.

ეუსებიო დი ფრანჩესკო ბოლოს „კალიარიში“ მუშაობდა, მანამდე კი „ლანჩანოს“, „პესკარას“, „ლეჩეს“, „სასუოლოს“, „რომას“ და „სამპდორიას“ ავარჯიშებდა.

0.110816