ფეხბურთი

22:16 | 7.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკემ პანდემიის გამო ესპანეთის ნაკრებში ოთხი ფეხბურთელი გამოიძახა

ესპანეთის ნაკრებში ლუის ენრიკემ ევროპის ჩემპიონატის წინ დამატებით ოთხი ფეხბურთელი გამოიძახა. როგორც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, როდრიგო მორენო (ლიდს იუნაიტედი), პაბლო ფორნალსი (ვესტ ჰემი), კარლოს სოლერი (ვალენსია) და ბრაის მენდესი (სელტა) შეკრებაზე მიიწვიეს.

ეს ფეხბურთელები ჯერჯერობით ინდივიდუალურად ივარჯიშებენ და მთავარ გუნდთან შეხება არ ექნებათ, რადგან ესპანეთის ნაკრები მთელი შემადგენლობით კარანტინშია. საქმე ისაა, რომ სერხიო ბუსკეტსს კორონავირუსი დაუდასტურდა და ესპანელები მომდევნო დღეებში კოვიდ-ტესტების პასუხებზე არიან დამოკიდებულნი. თუ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, ზემოხსენებული ოთხი ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას ზუსტად ერთ კვირაში, 14 ივნისს, შვედეთის ნაკრებთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111397