ფეხბურთი

20:49 | 7.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა ყველაზე ძლიერი მეტოქე დაასახელა: "მისი მოტყუება ძალიან ძნელი იყო"

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ბავშვობაში ძიუდოზე დადიოდა, მაგრამ საბოლოოდ ფეხბურთი აირჩია. ლეგენდარულმა ფრანგმა ყველაზე ძლიერი მეტოქეც დაასახელა - პაოლო მალდინი.

„ძიუდოზე დავდიოდი, მაგრამ არჩევანი უნდა გამეკეთებინა და ფეხბურთი ავირჩიე. ფეხბურთელი ან ძიუდოისტი რომ არა, კურიერი ვიქნებოდი, ეს ჩემი გატაცება იყო. სამეზობლოში დიდი მაღაზიები იყო და მათ ვეხმარებოდი.

ყველაზე ძლიერი მეტოქე? ბევრი ძლიერი ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ ყველაზე ძლიერი პაოლო მალდინი იყო. ძნელი იყო მისი მოტყუება“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანმა საფეხბურთო კარიერის განმავლობაში „კანში“, „ბორდოში“, „იუვენტუსსა“ და „რეალში“ ითამაშა. ზიდანს მალდინის წინააღმდეგ, როგორც სანაკრებო (საფრანგეთი-იტალია), ისე საკლუბო დონეზე ("იუვენტუსი"-"მილანი", "რეალი"-"მილანი") არაერთხელ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135282