სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

15:25 | 6.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთს დიდი რეფორმები სჭირდება!
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ევროპის ბობოლა კლუბებს ხელმძღვანელების და პირველყოვლისა მადრიდის “რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის ინიციატივით დაარსებული სუპერლიგა და ზოგადად სუპერლიგის იდეა მკვდრადშობილი გამოდგა. ფეხბურთის ქომაგებმა ცოტათი მაინც შვებით ამოისუნთქეს და მიეცათ იმედი, რომ ძლევამოსილთა მიერ სუსტი კლუბებისადმი ცხვირაბზუება და აგდებული დამოკიდებულება ოფიციალურად არ გაფორმდება. თუმცა, ეს გამარჯვება მაინც დროებითი მგონია და არავინ იცის რა იქნება მომავალში.

როგორც ვნახეთ, ევროპაში და არამხოლოდ ევროპაში, ქომაგების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაიწუნა სუპერლიგის იდეა და სასიხარულოა, რომ მათ შორის “დიდ თხუთმეტეულში“ მოხვედრილი გუნდების გულშემატკივრებიც იყვნენ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქომაგებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი და რწმენა, რომ ფეხბურთი ყველასთვის თანაბარ შესაძლებლობებს უნდა იძლეოდეს და არ უნდა დაემსგავსოს რაგბს, სადაც ძლიერებს ტოპ-ტურნირები უზურპირებული აქვთ და მათთან შედარებით სუსტებს წინსვლის პრაქტიკულად ყოველგვარი შანსი ესპობათ.

რაღა დაგიმალოთ და მეც იმ რიგით ქომაგებს შორის ვარ, რომელთაც არ მოგვწონს ფეხბურთის მომავლის მხოლოდ დიდი ფულის შოვნით განსაზღვრა და მეც შიშით ვუცქერდი მოვლენების განვითარებას - ვაიდა, პერესის დაჯგუფებამ თავისი არ გაიტანოსო. თუმცა, მეც და ამ იდეის მოწინააღმდეგე მილიონობით სხვა გულშემატკივარებს მოგვიწევს აღიარება, რომ სუპერლიგის იდეა ციდან არ ჩამოვარდნილა, მას ჰქონდა თავისი სრულიად ობიექტური საფუძვლებიც. რაკი არ მოგვწონს სუპერლიგა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფიფას და უეფას ქმედებები, კორუფციაში ჩართულობა და მათი ავტორიტეტის დაცემა მოგვწონს.

მსოფლიოსა და ევროპის ფეხბურთის მმართველ ორგანოებს კარადაში იმდენი “ჩონჩხი“ დაუგროვდათ, რომ მათ გაწმენდას წლები კი არა ალბათ ათწლეულები დასჭირდება. ამ ორგანიზაციებს ძირეული რეფორმირება და გასუფთავება სჭირდება, რასაც პირველყოვლისა შიგნიდან, ანუ ფიფა-უეფადან უნდა ჰქონდეს პოლიტიკური და კეთილი ნება, ამას კი, ჯერჯერობით სამწუხაროდ ვერ ვხედავთ. რაკი სუპერლიგის იდეა არ მოგვწონს ეს არ ნიშნავს, რომ დაგვავიწყდა ფიფას უნამუსო საქციელი, როდესაც ათასი მაქინაციით მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე უარი უთხრეს ინგლისს და ეს უფლება მიანიჭეს ტერორისტულ სახელმწიფო რუსეთს და ადამიანის უფლებებების ფეხებზე დამკიდებელ არასაფეხბურთო მცხუნვარე ქვეყანას - ყატარს.

არც ფიფა-უეფას კორუფციული სკანდალები დაგვვიწყებია და არც ის - ნავთობის ფასების უკიდურესად გაძვირების ფონზე ევროტურნირებზე როგორ საეჭვოდ იმარჯვებდნენ “ცესკასა“ და “ზენიტის“ დარი კლუბები. ათწლეულების მანძილზე მსაჯების სამარცხვინო ქმედებებიც ბევრი ვიცით და ფეხბურთის მმართველი ორგანოების მიერ სკანდალური ამბების ჩაფარცხვა-არგამოძიებაც. ხოლო ის, რომ სატრანსფერო პოლიტიკა სტამბოლის ტყვეთა ბაზარს დაემსგავსა, სადაც ფულის გარდა სხვა ღირებულებები ანულირებულია, სამუდამო შავ ლაქად მიჰყვება თანამედროვე ფეხბურთს და სწორედ ამიტომაც მსოფლიოში ბევრმა ქომაგმა მიანება ფეხბურთის ცქერას თავი.

ერთი სიტყვით, თუკი ფიფა-უეფა დროულად არ მოვა გონს და არ დაიწყებს რეფორმირებას, ქომაგების რისხვა შემდეგში მათ დაატყდებათ თავზე და ეს იქნება ისტორიაში ყველაზე სამართლიანი და ლოგიკური რევოლუცია. სუპერლიგის აწჩაფლავებულმა საგამ მადლობა ღმერთს ის მაინც დაამტკიცა, რომ ქომაგებს ჯერ კიდევ გვაქვს ძალა და შეგვწევს უნარი დიდი ფულის კულტს ერთობლივად დავუპირისპირდეთ!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.120266
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X