რაგბი

13:00 | 6.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | აია 31:12 ყოჩები

ქუთაისის ‘აიამ’ დიდი 10-ის ნახევარფინალურ მატჩში ბოლნისის ‘ყოჩებს’ 31:12 სძლია და 12 ივნისს ფინალში ‘ბათუმს’ „აია არენაზე“ დაუხვდება.

ნახევარფინალში მასპინძლებმა თავიდანვე შეძლეს უპირატესობის მოპოვება. ისინი განსაკუთრებით სტატიკაში, კერძოდ დერეფანში დომინირებდნენ და ეს უპირატესობა სათანადოდ გამოიყენეს.

„აია არენაზე“ მასპინძლები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და მე-13 წუთზე მათმა მოლმა საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, ხოლო მე-16-ეზე დერეფნიდან ორიგინალურად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, სანდრო მამამთავრიშვილმა ლელო უპრობლემოდ გაიტანა. ამ დროს ‘ყოჩები’ ლევან გენებაშვილის სინბინის გამო კაცნაკლული იყო, თუმცა დერეფნიდან მოლით ფორვარდივით დარტყმის შემდეგ, ლაშა მალაღურაძემაც სისწრაფეზე, გაგლეჯვაზე ითამაშა და ერთი ლელო გაქვითა.

26-ე წუთზე ‘აიამ’ დერეფნიდან კიდევ ერთი კომბინაცია გაათამაშა, მოლით მცველებისთვის მოულოდნელ წერტილში შეუტია და პეტრე ჯინჭარაძის ლელო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა. ტაიმის ბოლოს ქუთაისელებმა სწრაფი ხელდახელ კონტრშეტევა წამოიწყეს და გიორგი აბრამიძის ლელოს შემდეგ 24:5 დაფიქსირდა.

მეორე ტაიმი ‘ყოჩების’ შეტევებით დაიწყო და ‘აიამ’ სინბინით ერთმანეთის მიყოლებით დავით კლდიაშვილი, გიორგი სინაურიძე და გიგა ჯულუხაძე დაკარგა, მაგრამ 13-მა მასპინძელმა თავის დაცვა შეძლო და 70-ე წუთზე უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. კურიოზული კონტრშეტევა სანდრო ფურცხვანიძის ლელოთი და ბაბუნაშვილის გარდასახვით დასრულდა. ტაიმის ბოლოს ნიკოლოზ რეხვიაშვილმა პრესტიჟის ლელო და გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

‘აიამ’ 31:12 მოიგო და 2018 წლის შემდეგ კვლავ გავიდა ფინალში. განვლილი შეხვედრის ნახევარფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘აიას’ ბურჯი ნიკა პატარაია გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114896