ფეხბურთი

22:26 | 5.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიმიხი: „გერმანიის ნაკრებს ევროს მოგება შეუძლია, თუმცა...“

მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი, იოზუა კიმიხი, ჟურნალისტებს ბუნდესნაკრების ევრო 2000-ზე პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.

„ევროს ფავორიტები? ძნელი სათქმელია. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი ტიტულის მოსაგებად. ბოლო წლებში ჯეროვნად ვერ გამოვიყენეთ საკუთარი შესაძლებლობები. თუმცა პოტენციალი ეს მხოლოდ თეორიაა. ყველაფრის მინდორზე დამტკიცებაა საჭირო.

ახლა აუცილებელია გუნდი კიდევ უფრო შეიკრას და დაახლოვდეს, მაშინ ყველაფერი შესაძლებელი გახდება.“ - ციტირებს კიმიხის სიტყვებს Bayern & Germany-ს ტვიტერის გვერდი.

გერმანიის ნაკრები ევრო 2000-ის F ჯგუფშია, უნგრეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ეროვნულ გუნდებთან ერთად. პირველ მატჩს იოაჰიმ ლიოვის შეგირდები მიუნხენში, 15 ივნისს გამართავენ ფრანგების წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113668