ფეხბურთი

21:25 | 5.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა თავი მოიკლა

იტალიური „მილანის“ ახალგაზრდული გუნდის ყოფილმა წევრმა, სეიდ ვიზინმა, თავი მოიკლა - გვამცნობს Corriere della Sera. 20 წლის ფეხბურთელის გვამი 4 ივნისს, მის სახლში, ნოჩერა-ინფერიორეში აღმოჩინეს.

ვიზინი ეთიოპიაში დაიბადა და ბავშვობაში ის იტალიურმა ოჯახმა იშვილა. 2014 წელს „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდში მიიწვიეს. ერთი ხანი ჯანლუიჯი დონარუმასთან ერთად თამაშობდა. 2016 წელს სეიდი „ბენევენტოში“ გადავიდა და შემდეგ თვალთახედვიდან დაიკარგა. ახლან ის ფუტზალის გუნდ „ატლეტიკო ვიტალიკაში“ აღმოაჩინეს.

ფეხბურთელს არა-ერთხელ დაუჩივლია რასიზმის პრობლემების შესახებ. ვიზინის დაკრძალვაზე კი მისივე 2019 წელს დაწერილი წერილი წაიკითხეს, რომელიც მაშინ მეგობრებს და თავის ექიმ-ფსიქოთერაპევტს გაუგზავნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114689