ფეხბურთი

17:49 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

საული "ბაიერნს" დაუკავშირეს - "ატლეტიკო" მის შემცვლელად დე პაულს მოიაზრებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა საულ ნიგესმა შესაძლოა მალე კლუბი შეიცვალოს. ესპანური რადიო Marca-ს ჟურნალისტის ინფორმაციით ფეხბურთელი 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ბაიერნში“ გადასვლას გეგმავს.

„ატლეტიკო“ მისი ტრანსფერისგან მიღებული თანხის ნახევრს კი „უდინეზედან“ როდრიგო დე პაულის დამატებისთვის დახარჯავს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის სპორტსმენის დამატება ტურინის „იუვენტუსსაც“ სურს. მან 2020-2021 წლების სეზონში „როხიბლანკოს“ შემადგენლობაში 41 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.163629