ფეხბურთი

11:03 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: "ტომას ტუხელის გათავისუფლება სწორი გადაწყვეტილება იყო"

„პარი სენ ჟერმენის“ სპორტული დირექტორი ლეონარდო ტომას ტუხელის გათავისუფლებას შეცდომად არ მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელმა მწვრთნელმა ამის შემდეგ „ჩელსისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

„ეს ფეხბურთია, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. მის გამო ბედნიერი ვარ. მჯერა, რომ ჩვენი მისი გათავისუფლება სწორი გადაწყვეტილება იყო. მისი პერიოდი ჩვენს კლუბში ამოწურული იყო.

პოჩეტინო? მის გარშემო ჭორები მოსაბეზრებელია. მას ყოველდღე ვესაუბრები, რათა მომდევნო სეზონისთვის მოვემზადოთ. მას ორწლიანი კონტრაქტი აქვს და მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართ“, - თქვა ლეონარდომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1129