ფეხბურთი

13:24 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიფციგის" ფეხბურთელმა ტელეფონის ნომერი "ტრაბზონსპორის" ფანების გამო შეცვალა

გერმანული „ლაიფციგის“ თავდამსხმელი ალექსანდერ სორლოთი იძულებული გახდა ტელეფონის ნომერი შეეცვალა. ეს ნაბიჯი მან ყოფილი კლუბის „ტრაბზონსპორის“ ფანების გამო გადადგა.

თურქული კლუბის ფანებმა მას ტელეფონზე და ინსტაგრამში 3 მილიონზე მეტი შეტყობინება გაუგზავნეს და ტრაბზონში დაბრუნებას სთხოვენ. საქმე ისაა, რომ ნორვეგიელმა „ლაიფციგში“ წარუმატებელი სეზონი ჩაატარა, 37 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ტრაბზონსპორის“ მაისურით 49 შეხვედრაში თავი 33-ჯერ გამოიჩინა.

„ჩემს ტელეფონზე ნამდვილი ქაოსია! შევცვალე ნომერი, რადგან ათასობით მესიჯი მივიღე“, - თქვა სორლოთმა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდერ სორლოთი 2018-2019 წლების სეზონში ბელგიურ „გენტში“ გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112146