ფეხბურთი

22:58 | 3.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კუმანი "ბარსელონას" მომდევნო სეზონშიც გაწვრთნის

რონალდ კუმანი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონშიც იქნება. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად დაადასტურა.

„ამ პერიოდში ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ რონალდ კუმანთან მუშაობა გავაგრძელოთ და პატივი ვცეთ არსებულ კონტრაქტს. შევაფასეთ ახალხან დასრულებული სეზონი და დავსახეთ მომდევნო სეზონის მიზნები. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ რონალდ კუმანმა „ბარსელონა“ 2020 წელს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით კატალონური გრანდი ესპანეთის ლა ლიგაში მესამე ადგილზე გავიდა, ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა, ხოლო ესპანეთის თასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131636