ფეხბურთი

16:54 | 3.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი: "ეს ჩემთვის დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობა იყო"

თორნიკე ოქრიაშვილმა საქართველოს ნაკრებს პირველად უკაპიტნა. ქართველმა ფეხბურთელმა რუმინეთთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს მისთვის დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობა იყო.

"საქართველოს ნაკრებთან ერთად მოგებული თითოეული მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. მითუმეტეს ჩემი ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის მანძილზე კაპიტნის სამკლაურით პირველად ვიყავი მოედანზე, ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაცია, მადლობა ამ ნდობისთვის. მადლობა მთავარ მწვრთნელს და ჩემ თანაგუნდელებს რუმინეთთან გამარჯვებისთვის. მითუმეტეს იმ გუნდთან, რომელთან თამაშიც არასდროსაა იოლი. ვულოცავ გამარჯვებას მთავარ მწვრთნელს, ნაკრების სრულ შემადგენლობას და ყველა გულშემატკივარს. ამ განწყობით ველოდები უკვე შემოდგომის ოფიციალურ თამაშებს“, - დაწერა ინსტაგრამში ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველომ რუმინეთი 2:1 დაამარცხა, მომდევნო მატჩს კი 6 ივნისს, ენსხედეში, ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.114587