კალათბურთი

15:20 | 3.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: ოთხი მატჩიდან სამში ყველაფერი გადაწყდა - "დალასი" "კლიპერსთან" სერიაში დაწინაურდა (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დღეს 4 შეხვედრა გაიმართა, რომელთაგანაც სამმა მათგანმა პლეი-ოფის მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა.

მივყვეთ თანმიმდევრობით...

პირველი შეხვედრა „ფილადელფიასა“ და „ვაშინგტონ ვიზარდს“ შორის შედგა, სადაც რივერსის გაწვრთნილმა გუნდმა სერიაში 4:1 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გადავიდა.

„ფილადელფია“ მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ მეტოქეს 129:112 აჯობა. გამარჯვების მიუხედავად "ფილას" გუნდის გარკვეული პერიოდი ლიდერის გარეშე მოუწევს თამაში, რადგან ჯოელ ემბიდის ტრავმა სერიოზული გამოდგა. ის ბოლო მატჩში მონაწილეობას არ იღებდა და მისმა გუნდმა მაინც მოიგო, თუმცა, კამერუნელი ცენტრი მათ ძალიან დააკლდებათ.

უშუალოდ შეხვედრაში, მიუხედავად მარცხისა საუკეთესო „ვიზარდსის“ კალათბურთელი ბრედლი ბილი იყო, რომელმაც არასრულ 40 წუთში საკუთარ გუნდს 32 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი შესძინა. გამარჯვებულთა რიგებში კი სეტ კარი გამოირჩა - მას აქტივში 30 ქულა და 2 პასი ჰქონდა. 19 ქულით, 10 მოხსნითა და 11 პასით კი ბენ სიმონსმა სამმაგი დუბლი შეასრულა.

„ფილადელფია“ მომდევნო ეტაპზე „ატლანტა ჰოუკსს“ დაუპირისპირდება, მატჩი კი 7 ივნისს არის ჩანიშნული.

თავის მხრივ მაკმილანის გუნდმა „ნიუ იორკ ნიქსს“ 103:89 მოუგო და სერიაში ასევე 4:1 აჯობა. “ატლანტას“ ტრეი იანგმა ულიდერა. ამერიკელმა კალათბურთელმა 36 ქულა, 4 მოხსნა და 9 პასი გაახერხა, დამარცხებული გუნდიდან კი 23 ქულით, 13 მოხსნითა და 3 პასით იულიუს რენდლიმ ორმაგი დუბლი მიითვალა.

შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ „იუტა ჯაზის“ კალათბურთელები, რომლებმაც „მემფის გრიზლი“ 16-ქულიანი სხვაობით 126:110 დაამარცხეს.

გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი დონოვან მითჩელმა შეიტანა, რომელმაც საკუთარ გუნდს 30 ქულა, 6 მოხსნა და 10 პასი შესძინა. „მემფისიდან“ კი 27-27 ქულა ორ კალათბურთელს - დილონ ბრუკს და ჯა მორანტს ჰქონათ.

„იუტა ჯაზი“ მეტოქე ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ყველაზე საინტერესო და დაძაბული მატჩი „ლოს ანჯელესს კლიპერსსა“ და „დალას მავერიქსს“ შორის გაიმართა. ტრავმის მიუხედავად საოცარი თამაში ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი გამოდგა.

ლუკამ „კლიპერსს“ 42 ქულა ჩაუგდო, რასაც 8 მოხსნა და 14 პასიც მიამატა და ორმაგი დუბლიც მიითვალა. დამარცხებულთა რიგებში კი პოლ ჯორჯის ანგარიშზე 23 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი იყო.

სერიის მე-6 დაპირისპირება 5 ივნისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124081